ტატო გურგენიძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. დავით გაბისკირია ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება და დუმილის უფლებით სარგებლობს. სავარაუდოდ თბილისის ცენტრში მომხდარი შეიარაღებული დაპირიპირების მიზეზი გაბისკირიას კუთვნილი მიწის ნაკვეთია, რომლითაც "ტაგი გრუპი" იყო დაინტერესებული.
სწორედ ამ საკითხზე გაიმართა შეხვედრა იურიდიულ კომპანიაში, თუმცა რა მოხდა ჯი-ემ-ჯის ოფისში, უცნობია, ისევე როგორც ის, თუ რატომ მივიდა ბრალდებული მოლაპარაკებაზე შეიარაღებული. სისხლიანი დაპირისპირების უშუალო თვითმხილველი აცხადებს, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის მოლაპარაკების მიზეზს არ უკავშირდება.