პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ვისკის ქურდობისთვის დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 2 ბოთლი ვისკის ქურდობისთვის დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. 

შემთხვევა ქალაქ რუმიაში მოხდა. საქართველოს 32 წლის მოქალაქის შეჩერება მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა სცადა, თუმცა კაცი დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დამნაშავე პოლონელმა სამართალდამცველებმა მეორე დღეს დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი