"აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს დანა არ დაუნახავს"- ლევან თოფაძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სამართალდამცველები ლევან თოფაძის საკუთარ სახლში 3 საათზე მეტ ხანს კითხავდნენ. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ, თოფაძის ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ბუსა ჟვანიასთან დაპირისპირების დეტალები მიაწოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, თოფაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მასა და ჟვანიას შორის შელაპარაკება ჯერ ტელეფონში მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, თოფაძეს შეხლა-შემოხლისას ბუსა ჟვანიას ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს და ვერ ასახელებს.

"მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს"- ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.

რაც შეეხება თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სტაბილურად მძიმეა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

თოფაძის ადვოკატი ამბობს, რომ მანამდე ჟვანიას და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ბრალდებით ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილმა დაკავებული. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება კი ბუსა ჟვანიას წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი