საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ 14 ახალი შემთხვევიდან, 1 პაციენტის წყარო სოფელი გაჩიანია, 12 პაციენტის წყარო სოფელი ლენჯერი, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 278 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 058;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 718;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ 11 აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, კარანტინის რეჟიმში 788-ით მეტი ადამიანი იმყოფება უკვე დღეს, 12 აგვისტოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 20 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი