კომპანია "გუმბათი ჯგუფი" 29-30 ივლისს, ბათუმში, რუსებისთვის დაგეგმილ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ღონისძიების ორგანიზატორი People - Real Estate-ია, რომელსაც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული ჰქონდა, რომ მონაწილეებს შორის "გუმბათიც" იყო.
კომპანია ამბობს, რომ მონაწილეობაზე უარი თქვეს, მათი სახელი და ლოგო კი უნებართვოდ იქნა გამოყენებული.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.
ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.
კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული", - წერია "გუმბათის" განცხადებაში.
"გუმბათი" არაა ერთადერთი კომპანია, რომელიც, ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობს. იხილეთ: