ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილე მერაბ რიკაძე ხალხს იარაღით ემუქრება, აშინებს, ატერორებს და სამსახურიდან გაგდებით ემუქრება სკოლის მასწავლებლებს. ინფორმაციას ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ავრცელებს. პრესა.ჯი-ს რედაქტორის თქმით, თავად იმყოფებოდა ხარაგაულში და რიკაძის მხრიდან ადგილობრივთა შევიწროების შესახებ პირადად მათგან მოისმინა. კაპანაძის ინფორმაციითვე, ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილე ასევე მფარველობს სოფელ ღორეშადან მოპარული საქონლის ქურდებს.
მერაბ რიკაძე ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და ფიზიკური ანგარიშსწორებით, სამსახურიდან გაგდებით, იარაღის მუქარით ემუქრება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს, მაგალიად, ის სოფელ ღორეშაში ერთერთ პედაგოგს, გვარად კურტანიძეს დაემუქრა სამსახურიდან გაგდებით, ნაცვლად იისა, რომ ეს მერაბ რიკაძე დაეხმაროს ადგილობრივებს მოპარული საქონლის დაბრუნებაში, პირიქით მფარველობს ამ ქურდებს, - ამბობს კაპანაძე.
მისი მტკიცებით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი სოფელ-სოფელ დადის და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური აქტივობით არიან დაკავებული, აშინებს.