ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე აღარ იძებნება. სავარაუდოდ, ღონისძიება გაუქმდა.
ორგანიზატორის, People - Real Estate-ის,"ლინკზე" მითითებული იყო, რომ გამოფენა-გაყიდვა 29-30 ივლისს გაიმართებოდა, ღონისძიების შემდეგ ჩატარდებოდა რუსეთში მოღვაწე ირაკლი ფირცხალავას კონცერტიც. ფირცხალავას სარეკლამო რგოლიც აქვს ჩაწერილი დაგეგმილ ღონისძიებაზე. ეს ვიდეო YouTube-ზე ამ დრომდე [15:55] იძებნება.
საიტზე გამოქვეყნებული იყო იმ სამშენებლო კომპანიების სიაც, რომლებიც, ორგანიზატორების ცნობით, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებდნენ. მათ შორის იყვნენ:
მოგვიანებით "ტერასა ჯგუფმა", "არქიმ" და "გუმბათმა" უარყვეს, რომ ისინი People - Real Estate-ის ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებენ. კომპანიები აცხადებენ, რომ ლოგო უნებართვოდ გამოიყენეს. იხილეთ: