"ტერასა ჯგუფიც" აცხადებს, რომ არ მონაწილეობს ბათუმში, რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში. კიდევ ორი კომპანიის მსგავსად, "ტერასა ჯგუფიც" აცხადებს, რომ მათი სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული.
"კომპანია „ტერასა ჯგუფი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მონაწილეობს PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული.
კომპანიის ნებართვის გარეშე სახელისა და ლოგოს გამოყენება არის კანონდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნება შესაბამისი ზომები", - წერია კომპანიის განცხადებაში.
დღეს კომპანია "გუმბათმა" და "არქიმ" გაავრცელეს განცხადებები, რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას People - Real Estat-ის ორგანიზებულ რუსულ EXPO-ზე. გამოფენა-გაყიდვა 29-30 ივლისსაა დაგეგმილი. ორგანიზატორების ცნობით, გაიმართება ირაკლი ფირცხალავას კონცერტიც. იხილეთ: