დღეს, 12 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლო საია-ს სარჩელს განიხილავს, რომელიც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით შეიტანეს. ისინი ქვეყანაში დაბრუნებისას სავალდებულო კარანტინში მოთავსების დისკრიმინაციულად ცნობას ითხოვენ.
დადგენილი შეზღუდვებით, გერმანიის მოქალაქეს საქრთველოში შეუძლია შეზღუდვების გარშე შემოვიდეს, განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებისგან, რომელებმაც აუცილებლად უნდა გაიაროს კარანტინი. საია ამ რეგულაციას დისკრიმინაციულად მიიჩნევს, რადგან მთავრობა სამართლებრივ და ლეგიტიმურ მიზეზს არ ასახელებს, რატომ უწევთ ამ ადამიანებს კარანტინში ყოფნა.
აღნიშნული რეგულაცია არის დისკრიმინაციული, მოქალაქეობის ნიშნით, რადგან მთავრობა თავის განცხადებებში რაიმე სამართლებრივ და ლეგიტიმურ მიზანს არ აცხადებს, - ამბობს "საიას'' იურისტი ლაშა ქორიძე.
მისი თქმით, თუ საქალაქო სასამართლო მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს, აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.