თუ ასეთი აფეთქებები რამდენიმე გვექნება, დაავადებას ვეღარ შევაკავებთ - იმნაძე

გამოქვეყნდა:

ღონისძიებები რაც გატარდა მესტიაში, იყო ძალიან ოპერატიული, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო შეკავება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

მინდა კარგად იცოდეთ, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტო, რომ არც ერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს ჯერ ის, რომ ასეთივე მდგომარეობა შეიქმნება, რასაც ჯერ ვერ ვიტყვით მესტიაზე, - თქვა იმნაძემ. 

მისი თქმით, ის 1000-მდე ტესტის პასუხი, რასაც დღეს ველოდებით, გვაჩვენებს რა ვითარებაა კიდევ მესტიაში. 

თუ თითოეული ჩვენთაგანი, ყველგანს აქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება დახურულ სივრცეში პირბადე, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დრემდე მოვიდა, აღარ იქნება ასეთი სიტუაცია ქვეყანაში და ვითარება შეიძლება გახდას ისეთივე, რაც ხდება მეზობელ ქვეყნებში, - განაცხადა იმნაძემ.

იგი მოუწოდებს ბიზნესების, რესტორნებისა და სასტუმროების მეპატრონეებს, რომ დაიცვან ყველა წესი და მოსთხოვონ თავიანთ სტუმრებს წესების დაცვა. იმნაზის თქით, აციებამდე მაინც თუ არ გვინდა, რომ დაგვემუქროს ეპიდაფეთქება, უნდა მოვუფრთხილდეთ არსებულ სიტუაციას.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი