კლინიკა "გორმედის" 18 ექიმი თვითიზოლაციაშია - პერსონალის 100 ტესტის პასუხი უარყოფითია

გამოქვეყნდა:

"გორმედის" 18 თანამშრომლი თვითიზოლაციაში მყოფება, ამის შესახებ გადაწყვეტილება დირექციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა რომ მედიკოსებს ინფიცირებულ ექიმთან ჰქონდათ შეხება. 

ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი 7 აგვისტოს დაუდასტურდა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელია. პრევენციის მიზნით, კლინიკაში ღრმა ეპიდკვლევა ჩატარდა. კორონავირუსი ინფიცირებული ექიმის მხოლოდ ერთ კონტაქტს დაუდგინდა, ის მედდაა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს.

100-ზე მეტმა ნიმუშმა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი, უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი