პუტინის პროპაგანდისტები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან | ვინ იქნება რუსეთიდან მომავალ მომდევნო საკრუიზო ლაინერზე

გამოქვეყნდა:

31 ივლისს საკრუიზო გემი Astoria Grande კვლავ გამოვა სოჭიდან და ბათუმში გაჩერდება. ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას.

საკრუიზო გემი 800-ზე მეტ რუს პროპაგანდისტს ჩამოიყვანს ბათუმში. მათ შორის იქნება უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი. ფომინი უკრაინაში ომის აქტიური მხარდამჭერია, ის არაერთხელ გამოსულა პუტინის მხარდამჭერ კონცერტზე. 2022 წელს უკრაინამ ფომინს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. მისი პოლიტიკის გამო, მას შესვლა ეკრძალება ლატვიაშიც.

კრუიზზე ასევე იქნება ჯგუფი "ტესტოსტერონი", რომელიც ქართველი ძმების ანდრეი და ვალერი ბერბიჭაძეების მიერ არის დაფუძნებული, გემზე ორივე მათგანი იქნება. ძმები პუტინის მხარდამჭერები არიან. 27 ივლისს, ოლეგ გაზმანოვის შვილთან ერთად ისინი რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაორგანიზებულ კონცერტზე გამოდიოდნენ. 

კიდევ ერთი "ვარსკვლავი", რომელიც წარმოდგენილი იქნება კრუიზზე დიმიტრი კალდუნია. ის ბელორუსი მომღერალია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. 2018 წელს კალდუნმა მასშტაბური კონცერტი დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამართა.

"ვარსკვლავური კრუიზი" საქართველოში 31 ივლისს დილის 6:00 საათზე გაჩერდება, შემდეგ კი თურქეთში წავა. სამოქალაქო აქტივისტები გეგმავენ, რომ რუსულ გემს ამჯერადაც აქციით დახვდნენ.

ცნობისთვის, 27 ივლისს ბათუმში შემოვიდა საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე". მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს". ერთ-ერთმა მგზავრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფახზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანინის დარღვევაა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი