საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირინა თოდაძის ოჯახი შსს-ს უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

2020 წლის მაისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - ირინა თოდაძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ქმარმა მოკლა, გამოძიება კი საქმეს განზრახ არ იძიებს. გარდაცვლილის ოჯახი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ  საქმით, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მკვლელს სათანადოდ დაისაჯოს.

გარდაცვლილის დედის ვერსიით, მის ქალიშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მისსავე მეუღლემ, შემდეგ გაგუდა და გაძარცვა, თუმცა ამ საქმეზე დაკავებული ამ დრომდე არავინაა. 

დღეს თუ ამას არ გააკეთებენ და არ დაიჭერენ, ხვალ მის შვილებს დაემართებათ ეს. ჩემი სიძე არის ყველაფერი, მან ვერ დაიცვა, თუ ის არ არის დამნაშავე, მისი მოწყობილია, მან ყველაფერი იცის, - ამბობს ირმა ჩალიშქალი.  

დაღუპულის დედა გამოძიებას საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჯერ ექსპერტიზის პასუხიც კი არ არსებობს. ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართა და ცხედრის ზედაპირული დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული. თუმცა იგივე ექსპერტიზაში ნათქვამია, რომ სიკვდილი ამ დაზიანებების შედეგად არ არის დამდგარი. 

შსს-ში ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, თუმცა ვერ აზუსტებენ, როდის იქნება შედეგები. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ქურდობის მუხლებითაა აღძრული.  

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი