საქალაქოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ყველა ბრალდებული აგვისტოს ომის ვეტერანია, საქმეზე ბრალდებულები არაერთხელ არიან დაკითხული და  გამოძიებისთვის ჩვენებაც აქვთ მიცემული, რასაც პროკურატურა აქამდე იზიარებდა, მათი დასჯა კი ქართულმა ოცნებამ 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა.  

საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში  თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის მკვლელობას.  მაშინ გავრცელდა ვერსია  რომ  როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა  კი მისი დაკავება ბათუმში 2008 წლის 16 აგვისტოს გადაწყვიტა.  აყვანისას სპეცრაზმელებმა ის სასტიკად სცემეს, მოგვიანებით კი, ინსცენირება დადგეს, თითქოს გაქცევას ცდილობდა და ესროლეს.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება ჯგუფურად ჩადენილ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობას, განზრახ უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას- ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და
დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი