გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი დაკავებულია - შეჯახებას ორსული ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი დაკავებულია. ინფორმაციას ადასტურებს შსს. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყებიდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.  ქვეითად მოსიარულე ორსულს მანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. შეჯახების შემდეგ კი მანქანმა გაზის მილები დააზიანა, რამაც  აფეთქების საშიშროება შექმნა. ადგილზე მობილიზებული იყო Tbilisi Energy, რომელმაც ბუნებრივი აირი გადაკეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი