საკრუიზო ლაინერს, რომელიც 31 ივლისს სოჭიდან გამოვა და ბათუმში რუს პროპაგანდისტებს ჩამოიყვანს, მოქალაქეები აქციით დახვდებიან.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ და დილის 7:00 საათძე გემს დახვდებიან.
ბათუმში აქციას დედაქალაქიდანაც შეუერთდებიან.
"ჩვენი დროით 7 საათზე გემი აპირებს აქ მოსვლას, ჩვენ გემს დავხვდებით. ნებისმიერ მსურველს, ვისთვისაც გულთან ახლოს მისატანია საქართველოს მომავალი, ბათუმის მომავალი, ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების მომავალი, ყველას აქ ველოდებით. შეკრებას დავიწყებთ ღამის 12 საათიდან, დავხვდებით 6 საათამდე, შესაბამის დახვედრას მოვუწყობთ ოკუპანტებს", - თქვა გიორგი დუმბაძემ.
საკრუიზო გემით ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.