ხმაურია ამ წუთებში ბათუმში, სადაც პოლიცია პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციამ ცოტა ხნის წინ პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა.
"სტუმრებს ვხვდებითო იძახიან პოლიციელები და, როგორც ჩანს, ბულვარს შემოუსაზღვრავენ და ასე დახვდებიან... არ გამიკვირდება, თუ მთელ ბულვარს ჩაკეტავენ, რომ გასასეირნებლად კომფორტი შეუქმნან რუსებს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენმ-ის წევრმა გია აბულაძემ "ბათუმელებთან".
მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
ცნობისთვის, მანამდე საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.
იხილეთ ასევე: