2013-2022 წლებში გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს. ამის შესახებ საუბარია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში.
ორგანიზაცია მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზების დადგენას ცდილობდა. კვლევა ამ ნაწილში ეყრდნობა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს, რომელიც აჩვენებს, რომ 2022 წელს 5 ათასს გადააჭარბა იმ მოსწავლეების რიცხვმა, ვინც სკოლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მოტივით დატოვა. კვლევის მიხედვით, სკოლის დასრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კახეთის და გურიის რეგიონებშია.
მკვეთრად არის გაზრდილი სწავლის მიტოვების მაჩვენებელი საზღვარგარეთ ოჯახთან გამგზავრების გამო. შემთხვევების 47% უკავშირდება სწორედ ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება. საზღვარგარეთ გამგზავრების პირობებში რამდენად ახერხებენ ჩვენი მიგრანტი მოქალაქეები იქ განათლების მიღებას ენობრივი ბარიერის, სოციალურ-ეკონომიკური ბარიერის გამო, ეს ცალკე პრობლემაა და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამ მიგრირებული მოსწავლეებისთვის რაიმე ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების მექანიზმები და ინსტრუმენტები ჩვენს სისტემაში არ არის", - თქვა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა, შალვა ტაბატაძემ.