საგამოძიებომ ბათუმის აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმის პორტში გამართული საპროტესტო აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

"[გამოძიება] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს," - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შემოსვალს აპროტესტებდნენ, პოლიციამ 23 პირი დააკავა. როგორც საია წერდა, სამართალდამცავები ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავდა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავდა დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი