COVID 19 - გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ქვეყანაში, ჯერ უცნობია

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგები ყაზბეგშიც გამოჩნდნენ - ლარსის გამშვები პუნქტის 7 მესაზღვრის დაინფიცირების გამო მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - არშას, გარბანისა და დაბა სტეფანწმინდის მკვიდრებს დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელბი კოვიდ 19-ის ტესტებს უტარებენ. ასობით მოქალაქე ტესტის პასუხს უახლოეს  საათებში გაიგებს. 

მთავარი ეპიდემიოლოგები ღიად ალაპარაკდნენ, რომ თუ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის რამდენიმე ასეთი კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. იმნაძე განმარტავს, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში კვლევების ჩატარებას არანაირი რესურსი არ ეყოფა. ჯანდაცვის მინისტრი კი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ფართომასშტაბიანი ტესტირება ქვეყნის ორ რეგიონში გრძელდება, ტესტების პასუხი კი ცნობილი ეტაპობრივად გახდება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, გამკაცრდება თუ არა საკარანტინე ზომები როგორც ყაზბეგში, ისე ქვეყანაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი