სროლა ლილოში - თავში დაჭრილი რომან ისაევის მდგომარეობა კრიტიკულია, ის მართვით სუნთქვაზეა.
დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს, მოტივი კი პირადი უთანხმოება გახდა.
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ბაზრობაზე მაღაზიას ფლობს ბრალდებული თავს დაესხა თავს. მომხდარს კი წინ მცირე შელაპარაკება უძღოდა, თუმცა რა გახდა სროლის მიზეზი უცნობია.
შეიარაღებული ინციდენტი სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს.