ამერიკის შეერთებულ შტატებში Apple-ის მაღაზიის გაქურდვისთვის 2 ქართველ კაცს ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა 6abc ავრცელებს.
როგორც გამოცენა აღნიშნავს, ქართველებმა 10,070 ამერიკული დოლარის ოდენობის Apple-ის პროდუქცია მოიპარეს მაღაზიიდან.
იდენტიფიცირებული პირები გიორგი ადეიშვილი და გიორგი ონაშვილი არიან.
გამოცემა ძებნილი ქართველების ფოტოებსაც აქვეყნებს და წერს, რომ მათ, რამდენიმე არაიდენტიფიცირებულ პირთან ერთად, 2022 წლის 19 სექტემბრიდან - 2023 წლის 27 ივლისის ჩათვლით 8 სხვადასხვა ქურდობა ჩაიდინეს.
ორივე კაცი ამ დრომდე იძებნება.