შოვში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი მამამ ამოიცნო.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი.
ცნობისთვის, ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
დადასტურებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ასევე ნახეთ: