უკვე სამი თვეა ასპინძის მუნიციპალიტეტში 28 წლის გიმზერ კაველიძეს ეძებენ. ძიების ოფიციალური ვერსიით, ის მტკვარში გადავარდა და უგზო- უკვლოდ დაიკარგა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვით ადრე გაუჩინარებულ მამაკაცს კონფლიქტის ჰქონდა გარკვეულ პირებთან, სამართალდამცველებს არც მობილური ტელეფონების ჩანაწერები ამოუღიათ და არც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარებიათ ადგილზე, სადაც სავარაუდო კვალი ქრება.