სტიქიის განვითარებამდე მდინარე ბუბის წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია - მერაბ გაფრინდაშვილი

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით,  შოვში მომხდარ ტრაგედიას წინ არ უძღოდა წყლის მასის გრძელვადიანი დაგუბება. მისი თქმით, ეს ფაქტი ადგილზე არსებული საველე სადგურით, ინსტურმენტალურად დასტურდება. გეოლოგების დასკვნის მიხედვით, შოვის ტრაგედია არის გეოლოგიური და კლიმატოლოგიური მოვლენების ერთობლიობა. 

შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე გეოლოგმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც რაჭაში განვითარებული მოვლენების შესახებ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნეს:

''მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტიქიის განვითარებამდე მდინარე ბუბისწყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. მდინარე ჭანჭახზე ინსტრუმენტალურად, არ დაფიქსირებულა დონის კლება. სამი აგვისტოს სტიქიური მოვლენების განვითარების პროცესში, უშუალოდ ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის  გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სამ აგვისტოს მყისიერად განვითარებული კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელს მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების  ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება ფაქტიურად შეუძლებელია. სამ აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და კლიმატოლოგიური მოვლენების ყინულის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეში კლდე-ზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან''  - თქვა მერაბ გაფრინდაშვილმა

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამ დროისთვის ცნობილია, გარდაცვლილია 18 ადამიანი და 19 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი