საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი

გამოქვეყნდა:

12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 2-ის ინფექციის წყარო ლენჯერია, ერთის წყარო დადასტურებულის კონტაქტია, ორი კი შემოტანილია, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 283 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 068;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 718;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 21 მილიონს უახლოვდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი