კარანტინში მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვის უფლებების დასაცავად სასამართლოში სარჩელია შეტანილი

გამოქვეყნდა:

ბავშვთა უფლებების დარღვევა კარანტინში - არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, ბელორუსიდან ჩამოფრენილი ბავშვი, რომელიც კარანტინში გადაიყვანეს, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.

მარიამ მაღრაძის თქმით, მათ სარჩელის ფარგლებში ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს. პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა მაღრაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი მალე ჩაინიშნება. 

ბავშვის მამამ ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს ადმინისტრაციას სხვა საკარანტინე ზონაში გადაყვანისა და შესაბამისი პირობების შექმნის თხოვნით მიმარა, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი