ყაჩაღობა "ლიბერთი ბანკში" - დღეს დილის საათებში გლდანის მესამე მიკრორაიონის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იარაღის მუქარით ფული წაიღო და გაიქცა - ამის შესახებ "მთავარს" ადგილობრივები უყვებიან. შენობას საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ საქმე 179-ე, ყაჩაღობის მუხლით აღიძრა, დამნაშავე კი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.