გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა წალენჯიხაში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა - ნიღბიანმა მძევლად აიყვანა სადგურის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა სამეგრელოში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა, შემთხვევა წალენჯიხის სოფელ ლიაში გვიან ღამით მოხდა. შეიარაღებულმა ნიღბიანმა  მძევლად აიყვანა სადგურის თანამშრომელი და მისგან ნავაჭრ თანხას ითხოვდა. მას შემდეგ რაც  თანხა ვერ მიიღო,  ნიღაბი მოიხსნა ტანსაცმელი გამოიცვალა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. 

ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია და მას  სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება ბრალი. მომხდარზე დუმს  გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი