საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან პირველ რიგში საჯარო მოხელეები- უსაფრთხოების ექსპერტი FSB-ს მიერ, Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომაზე

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო დგებუაძე ამბობს, რომ რუსული FSB-ს მიერ, მუდმივი და სრული წვდომა კომპანია "იანდექსის" ბაზებზე, პირველ რიგში საჯარო მოხელეებისთვისაა საფრთხისშემცველი, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებს სრულად ექნებათ მონაცემები მათი გადაადგილებისა და მიმოწერის შესახებ. მისივე თქმით, ასეთი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ ადამიანის შანტაჟისთვის, მასზე თავდასხმასა და მისი გატაცებისთვისაც კი:

''მას წვდომა აქვს მობილურში განთავსებულ ყველა ინფორმაციაზე, იქნება ეს ფოტოსურათები,  ჩვენი მიმოწერა, ასევე გადაადგილების მარშრუტები, რომელიც უშუალოდ აპლიკაციაშია. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, უამრავი ჩვენი მოქალაქე, პირველ რიგში საჯარო მოხელეები, რომლებიც წარმოადგენენ პირდაპირ დაინტერესების ობიექტებს, რუსული დაზვერვის.  

სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ლიეტუვამ აუკრძალა საჯარო მოხელეებს იანდექსის გამოყენება, ხოლო უბრალო მოქალაქეებს მისცა მკაცრი რეკომენდაცია არ გამოეყენებინათ მსგავსი რუსული აპლიკაციები.

რაში შეიძლება ეს გამოიყენოს რუსეთმა, ან ნებისმიერმა სპეცსამსახურებმა, მაგალითად შანტაჟისთვის. იმიტომ რომ მობილურიდან შეიძლება აიღოს უამრავი ის ინფორმაცია, რომელიც გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის. მაგალითად მიდევნებისთვის, ფარული მიყურადებისთვის. რადგან მას ხელთა აქვს გადაადგილების მარშრუტები, მონახულების ობიექტები. ვისთან ერთად მოძრაობთ დღის განმავლობაში და უამრავი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, დაიგეგმოს მაგალითად ტერორისტული აქტი ამა თუ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ან მისი მოტაცება, ან მისი დაშანტაჟება.''- ამბობს ანდრო გოცირიძე 

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია "იანდექსის" ბაზებზე. ეს შეეხება რუსეთის ფარგლებს გარეთ არაერთი ქვეყნის მცხოვრებს, მათ შორის საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი