2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამის" ერთ-ერთ დაზარალებულს, გიორგი სულაშვილს მოსამართლემ ნებისმიერი სახის სარჩოს დაკისრებაზე უარი უთხრა და მხოლოდ 20 000 ლარიანი კომპენსაცია განუსაზღვრა. სულაშვილის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 8 აგვისტოს მიიღო:
..."მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება,შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე -საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც მან უარი თქვა დასახიჩრებული პირის ,შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე, არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოთ ხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამნეტები რომ მქონდეს იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს,რადგან ზემოთხსენებული ფაქტებიდან არცერთი არ იქნა მოსამართლის მიერ გათვალსწინებული.
31 წლის ასაკში 60წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა ქოცებო და საქართველოს სასამართლო ამისთვის!!!მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის!!!!!" წერს გიორგი სულაშვილი ფეისბუქზე.
[ფოტო - ნეტგაზეთი]