არსებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, ხოლო დაღუპულია 3.
ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში დღეს საღამოს, საცხოვრებელ კვარტალზე მიიტანეს. დარტყმის შედეგად დანგრეულია ეკლესიაც. აფეთქების ტალღამ მაღალსართულიანი შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია.
რუსი ტერორისტები პასუხს ფრონტის ხაზზე, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისგან მიიღებენ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი მომხდარს.