რუსებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს - დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. სარაკეტო იერიში რუსებმა საცხოვრებელ უბანზე მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე და არიან დაშავებულებიც.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი:

"ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების მორიგი დარტყმა. ამ დროისთვის ცნობილია სამი გარდაცვლილის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ყველა დაზარალებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას. რუსეთის ეს სამხედრო დანაშაული აუცილებლად მიიღებს თავის განაჩენს და პასუხს რუსი ტერორისტები ფრონტის ხაზზე ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით მიიღებენ" წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი