ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ კვარტალზე მიტანილ სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და წერს, რომ რუს ტერორისტებს პასუხს უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე გასცემენ:
"ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების მორიგი დარტყმა. ამ დროისთვის ცნობილია სამი გარდაცვლილის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ყველა დაზარალებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას. რუსეთის ეს სამხედრო დანაშაული აუცილებლად მიიღებს თავის განაჩენს და პასუხს რუსი ტერორისტები ფრონტის ხაზზე ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით მიიღებენ" წერს ზელენსკი.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ არიან დაშავებულებიც.