ბათუმის საქალაქო სასამართლომ 31 ივლისს, ბათუმში, ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულების საქმეებზე გადაწყვეტილებები დღეს გამოაცხადა.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ თითქმის ყველა დაკავებულს 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა, ბექა გრიგორიადისს კი ყველაზე დიდი, 3 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დაკავებულთა შორის უკრაინის ორი მოქალაქე იყო, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ წვრილმანი ხულიგნობა არ დაუდასტურდათ და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდნენ.
დააჯარიმეს პარტია "დროას" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, გენრი დოლიძე და ჟურნალისტი, თორნიკე კვერენჩხილაძეც. დოლიძე ამბობს, რომ პოლიციამ ვერცერთი ვიდეომტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რის საფუძველზე დააკავეს და მხოლოდ სამი ცრუმოწმის ჩვენებას დაეყრდნო.
ცნობისთვის, 31 ივლისს, ბათუმში რუსების კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე 23 ადამიანი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.