ქართუმ ლაგუნა ვერეს, ყოფილი აბრეშუმის ქარხნისა და იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. უძრავ ქონებაზე წინასწარი უფლების რეგისტრაცია შპს ნეო სითი დეველოპმენტზეა გაცემული, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია.
ჯამში საუბარია 100 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
გმირთა მოედანთან ქართუს სავაჭრო ცენტრისა და ორი ცათამბჯენის მშენებლობა სურდა. შესაბამისი ნებართვების წინასწარი დამუშავება მერიაში უკვე დაწყებული იყო. ჯერჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით ნეო სითი დეველოპმენტს და გაურკვეველია ისიც, შეუნარჩუნდება თუ არა მას სარეკრეაციო ფუნქცია.
უძრავი ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებითაა გასხვისებული და ნეო სითი დეველოპმენტის საბოლოო მფლობელობაში კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ გადავა.
იხილეთ: