ჯარიმები რუსული კრუიზის გაპროტესტებისთვის - პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი

გამოქვეყნდა:

საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიება ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  თითქმის ყველა დაკავებულს ფინანსური სანქციები დააკისრა. მიუხედავად მტკიცებულებების არ არსებობისა, ალექსანდრე გოგუაძემ მხოლოდ მოწმე სამართალდამცველების ჩვენებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები გაითვალისწინა, რომელიც სრულიად საპირისპირო გარემოებებს ასახავს. მათ შორის უკრაინის ორ მოქალაქესთან მიმართებით, რომლებსაც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდება მოეხსნათ, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო კი 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

რუსული საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში 31 ივლისს შევიდა. თავიდანვე იყო ინფორმაცია, რომ ბორტზე პუტინის პროპაგანდისტები იმყოფებოდნენ. გემს საზღვაო ქალაქში აქციით დახვდნენ. მომიტინგეებს სურდათ გემზე მყოფებისთვის გაეგებინებინათ რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდამჭერები და ისინი, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, სასურველი სტუმრები არ არიან. მშვიდობიან აქციაზე პოლიციამ 23 პირი დააკავა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი