„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობასა და სირიაში, შეიარაღებულ მოქმედებებში მონაწილეობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბრალდებულს სასჯელის სახედ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა," - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე ც.ტ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი