"ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება ეს ტრაგედია... მთელი სოფელი ვგლოვობთ", - გლოვა სოფელ გლოლაში. რაჭასი, სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილი და სოფო ბაკურაძე საგვარეულო საფლავებზე დაკრძალეს.
პარალელურად, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 8 ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია.
ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.