შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე ამბობს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა. დღეს დილით რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ ადასტურებს ინფორმაციას კიდევ სამი ცხედრის იდენტიფიცირების შესახებ, სამივე გარდაცვლილი სოფელ ლაგვანთიდან იყო.
"მე ვარ ნიკა ჩალაძის მეუღლე, მაგრამ ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა. არასწორია ინფორმაცია. გუბერნატორმა რომ განაცხადა, ალბათ შეცდომით მოხდა. იყო ნახსენები როგორ იცით?! ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, ლაგვანთელი ბიჭები ერთად მოიხსენიებოდნენ და სავარაუდოდ იყო შეცდომით. სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები", - ამბობს მეუღლ
ოჯახები ადასტურებენ, რომ იდენტიფიცრებულია თემურ ჩარკვიანისა და დიტო ფირცხალავას ცხედრები.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.