რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, სამძებრო სამუშაოების მე-14 დღეა. ამ ეტაპზე შოვში 26 დაკარგულის ცხედარია ნაპოვნი, აქედან 24 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ დროისთვის დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება. 30 ჰექტარზე ჩამოსული მასის უდიდესი ნაწილი მაშველებისა და სამართალდამცველების მიერ უკვე დამუშავებულია.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.