ავარია სამეგრელოში - სადისტრიბუციო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხამისკურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. სადისტრიბუციო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს. 

სენაკი-ზუგდიდის მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დაშავებულია 14 პირი, მათგან 10-ს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი