საზღვრის უკანონო კვეთა - საქართველოს საზღვარზე სომხეთის მოქალაქეები დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სომხეთის 4 მოქალაქე დააკავა. ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაკავებული პირები სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოღწევას უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ. 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,  ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დაიწყო და დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი