ორი ახალგაზრდა მარნეულში ჩაცხრილეს - „მთავარმა“ კრიმინალური გარჩევის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - კრიმინალური გარჩევა ქალაქის ცენტრში 2 ახალგაზრდის დაცხრილვით დასრულდა. „მთავარმა არხმა“ მოიპოვა ჩაიხანის წინ მომხდარი დაპირისპირების ექსკლუზიური კადრები, სადაც კარგად ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გამვლელების თვალწინ დამიზნებით ისროდა.

შეიარაღებული თავდასხმა მარნეულის ცენტრში სადამსჯელო ოპერაციას ჰგავდა, თავდამსხმელს ახალგაზრდების მოკვლა არ უნდოდა, რადგან ორივეს დამიზნებით ფეხის არეში ესროდა.

შეიარაღებული თავდასხმის დროს, მარნეულში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას დაიჭრა 19 და 22 წლის ორი ახალგაზრდა, იმის მიუხედავად, რომ პოლიციას სათვალთვალო კამერის ჩანაწერები აქვს, სადაც თავდამსხმელის სახე ჩანს, ის ჯერ არ დაუკავებიათ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სროლას რამდენიმე დღის წინ კრიმინალური გარჩევა უძღოდა. ორივე დაჭრილი მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთს ოპერაცია დასჭირდა.
ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები ყვებიან, რომ ყოველდღე მათ ქალაქში ან ვინმეს სცემენ, ან ესვრიან ან კლავენ, პოლიციის უმოქმედობით კი კრიმინალი ყოველდღიურად იზრდება.

მარნეულში ქალაქის ცენტრში მომხდარ დანაშაულზე შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო, დამნაშავის ვინაობა მათთვის ცნობილია, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ჯერ ვერ მოახერხა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი