დღეს დადასტურებული 23 შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია, 1 სამედიცინო პერსონალია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას თქმით, დღეს, 14 აგვისტოს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 23 შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.

6 არის ლენჯერიდან, 11 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევაა და ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია ხოლო, 3 პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია ზუსტად რომელი კლასტერის კონტაქტები შედიან აღნიშნულ 11 შემთხვევაში, მისი ინფორმაციით, მათი უმეტესობა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდანაა.

14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1306  ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 1085;
  • მათ შორის გარდაცვლილია -  17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7635;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი