ფემიციდის შემთხვევა მარნეულში | კაცმა ცოლი მოკლა, შვილი კი დაჭრა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ფემიციდის შემთხვევა მარნეულში - სოფელ სადახლოში კაცმა ცოლი მოკლა, შვილი კი, რომელმაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დედის დახმარება სცადა, დაჭრა.

როგორც თანასოფლელები ამბობენ, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და კონფლიქტი იმან გამოიწვია, რომ ცოლმა მას წამლების დალევა შეახსენა.

მარნეულში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა. მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონია და როცა მისმა ცოლმა წამლების დალევა შესთავაზა, მან ცუდად მიიღო ეს და დანით დაარტყა, შემდეგ კი, როცა თავის დარტყმას ცდილობდა, მისმა შვილმა შეაჩერებინა, - წერს სამირა ბაირამოვა.

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი