ხმაური ბათუმის სასამართლოში | მოკლული 24 წლის ბიჭის ოჯახს გამოძიების არ სჯერა

გამოქვეყნდა:

ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის - ლევან სირაბიძის პროცესი. სხდომას მოკლული 24 წლის ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღეს სასამართლოს წინაშე ბრალდებული უნდა დაკითხულიყო, თუმცა მან უარი განაცხადა.

უკვე დასრულდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მხარეები დასკვნით და საბოლოო სიტყვას 9 ოქტომბერს იტყვიან. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სირაბიძეების ოჯახს მოწმეების მოსყიდვაში და ცრუ ჩვენებებში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ბრალდებული "ქართული ოცნების" მფარველობით სარგებლობს. დანაშაული ბათუმში 11 მარტს მოხდა, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და დაკავებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინა მაჩაბელი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი