
ინდოეთის ექიმთა ასოციაციამ (IMA) ქვეყნის პრემიერმინისტრს, ნარდენა მოდის წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 7 აგვისტოს მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა თითქმის 200. ექიმები ამბობენ, რომ კრიზისის დროს ექითა უსაფრთხოების მაჩვენებლები ქვეყანაში შემაშფოთებელია.
ინფიცირებულ ექიმთა რიცხვი იზრდება, ისინი სიცოცხლეს კარგავენ კორონავირუსისი გამო. მათი უმეტესობა პრაქტიკოსი ექიმია. შემაშფოთებელი ცნობები გამოჩნდა, რომ ექიმები და მათი ოჯახები არ იღებენ საწოლს საავადმყოფოში სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში, შეინიშნება წამლების ნაკლებობაც. კორონავირუსის გამო ექიმებს შორის სიკვდილი საგანგაშო ხდება - ნათქვამია წერილში.
IMA- ს წერილს ხელს ეროვნული პრეზიდენტი და გენერალური მდივანი აწერს. მათი ინფორმაციით, ინდოეთში 7 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით 196 ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თამილ ნადუს სამხრეთ შტატში დაფიქსირდა და ის 43-ია.
ასოციაცია მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყონ ექიმების და მათი ოჯახების მიმართ სათანადო ზრუნვა, რომლებიც დაინფიცირების უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან, და ყველა სექტორის ექიმებს გაუწიონ სიცოცხლის და სამედიცინო საშუალებების დაზღვევა.
14 აგვისტოს მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 2 461 190 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გარდაცვლილია 48 040 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 1 751 555.