ფემიციდის შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში - სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ წუთებში ადგილზე მიემართება და დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.