154,4242 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის პირს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულ პირს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა- ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცავებმა ბრალდებული 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი